მარნეულის მერის ინფორმაციით, ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდგინდათ

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ზაურ დარგალის ინფორმაციით, ჯერჯერობით, ადამიანებს, რომლებსაც ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდგინდათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სწრაფ ტესტთან დაკავშირებით იცით, რომ საველე ჰოსპიტალში პროცესი მიმდინარებს. ამ წუთის მონაცემებით, არც ერთ ადამიანს, ვისაც ტესტი ჩაუტარდა, ვირუსი არ დაუდგინდა. 19 დღის ბავშვის შედეგებიც არის და ვირუსი მასაც არ დაუდასტურდა“,- განაცხადა დარგალმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, ბანკებთან ხალხმრავლობა არის, თუმცა დისტანცია დაცულია. მისი თქმით, მოსახლეობის ინფორმირებულობისთვის საინფორმაცია კამპანია გრძელდება.

“ ბანკებთან ხალხმრავლობა არის, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად სიტუაციას აკონტროლებს და დისტანცია ყველგან დაცულია. როგორც გუშინ და გუშინწინ, ხმოვანი ავტომობილი სამ ენაზე აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. ასევე, ორი დღეა აზერბაიჯანულ, სომხურ ენაზე გაზეთებსა და ფლაერებს სოფლებში ვავრცელებთ“,-აღნიშნავს დარგალი.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს