რუსთავში კარანტინში 154 ადამიანია მოთავსებული

რუსთავში კარანტინში 154 ადამიანია მოთავსებული

რუსთავში არსებულ საკარანტინე ზონებში, ბოლო ინფორმაციით 154 ადამიანია მოთავსებული. საკარანტინე ზონები ქალაქში არსებულ ორ სასტუმროში - ,,რუსთავსა" და ,,გრანდ-ვეჯინშია" მოწყობილი. სასტუმრო ,,რუსთავში" 99 მოქალაქეა მოთავსებული, “გრანდ-ვეჯინში" კი 55.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში აცხადებენ, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 140-დან 69-მდე შემცირდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 17 მოქალაქეა საკარანტინე ზონებში გადაყვანილი.

ამ დროისთვის რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.