თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი მკაცრ საკარანტინო ზონაში პრევენციულ მოქმედებებს ახორციელებს

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მკაცრ საკარანტინო ზონაში თავდაცვის ძალებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად აქტიურად არის ჩართული საპრევენციო ღონისძიებებში. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამხედრო პოლიციელები მარნეულის საავიაციო ბაზას, მიმდებარე ტერიტორიასა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებს რეგულარულად აკონტროლებენ.

“ისინი საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მოქალაქეების გადაადგილებას მკაცრად ამოწმებენ. მონიტორინგის პროცესში გამოიყენება უახლესი ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, ხორციელდება ტერიტორიის „დრონით“ შესწავლა. სისტემატურად მოწმდება ბაზის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ქალაქის მცხოვრებ სამხედრო და სამოქალაქო პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მკაცრად კონტროლდება მათი ტერიტორიაზე გადაადგილება.

სამხედრო პოლიციის საქმიანობის დეტალური ანგარიშის განხილვა მარნეულის საავიაციო ბაზაზე თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის მიერ მოწყობილ შტაბში ყოველდღიურად ხდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთო. თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და უსაფრთხოების სამსახურთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა