ლევან გოფოძის ინფორმაციით, თბილისში, საკარანტინო სივრცეებში მყოფების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც რესპუბლიკური საავადმყოფო კურირებს, „სტაბილურად კარგია“

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის ინფორმაციით, თბილისში არსებული საკარანტინო სივრცეებში მოთავსებული ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელთაც რესპუბლიკური საავადმყოფო კურირებს, „სტაბილურად კარგია“.

ამასთან, როგორც გოფოძე განმარტავს, ერთ პაციენტს აღენიშნება ცხელება და მას საავადმყოფოში გადაიყვანენ და დააკვირდებიან.

„ჩვენ იმდენ საკარანტინო სივრცეს ვკურირებთ, ჩამოთვლას აზრი არ აქვს. ჩვენი გეოგრაფია ძალიან გაიშალა. რესპუბლიკურ საავადმყოფოს დაევალა, რომ უხელმძღვანელოს საკარანტინო ზონებში სამედიცინო მომსახურეობას. უნდა გითხრათ, რომ თბილისში არსებულ საკარანტინო სივრცეში მდგომარეობა სტაბილურად კარგია. იცით, რომ ადამიანები ნორმალურ პირობებში არიან, სასტუმროებში ცხოვრობენ, რაც კარანტინისთვის ძალიან ძვირფასი რამ არის. იყო საუბარი, რომ იქიდან ერთ პაციენტს ცხელება აქვს და დღეს მას გადმოვიყვანთ, მოვათავსებთ და დავაკვირდებით აქ“,-აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა