რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

ახალი კორონავირუსის COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში შეუფერხებლად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციალება. რუსთავის მერიის ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის - კოსტავას გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები - სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაგეგმილია ფილაქნებით მოპირკეთებული ტროტუარების მოწყობა, შეცვლილია ასფალტის საფარი და შენობების ფასადების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შემდეგ, რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ლამაზი ქუჩა სრულად იქნება რეაბილიტირებული. გამზირის შუაგამყოფი ზოლში, კი მთელ გაყოლებაზე, სკვერებს მოაწყობენ. პროექტის ღირებულება 3 მლნ 700 000 ლარია.

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. რუსთავის მერის განცხადებით, ყველა ინფასტრუქტურული პროექტი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

,,ვიცით დღეს ქვეყანაში არსებული სიტუაცია და ის გამოწვევები რის წინაშეც დავდექით როგორც მოქალაქეები, ისე მუნიციპალიტეტი. მაქსიმალური წესების დაცვით ხორციელედება, გრძელედება და არ გაჩერებულია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ახლა კოსტავას გამზირზე ვიმყოფებით, სადაც ამ მომენტისთვის მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკებისა და სკვერის მოწყობა. იმედი მაქვს, რომ პროექტი სრულფასოვან სახეს სულ მალე მიიღებს. რაც შეეხება სხვა ინფრასტუქტურულ პროექტებს, ჩვენ წინასწარ დავიჭირეთ თადარიგი და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს, დაახლოებით სამი კვირის წინ მოვთხოვეთ იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვისგანაც ისინი მარაგდებიან მასალით, რომ მარაგის პრობლემა არ შექმნოდათ. გავაკეთეთ ბაზა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაგვეხმარა და გვაქვს ინფორმაცია იმ კომპანიებზე, რომლებიც საბითუმოდ ახორციელებენ სამშენებლო მასალების რეალიზაციას. ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც პრობლემა არ უნდა შეგვექმნას. ყველაფერი კარგად იქნება, ქვეყანა ამ მდგომარეობას გადაიტანს, უფრო მეტი გასაჭირიც გადაუტანია ჩვენს ქვეყანას, ამასაც მოვერევით, ერთად ყოფნით და იმ წესების დაცვით, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვკარნახობს და მივყავართ სწორი მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსთავის მერის ინფორმაციით,შეუფერებლად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც. მიმდინარეობს ავტოსადგომის რეაბილიტაცია, დაწყებულია ფასადების რეკონსტრუქციის და გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში, აქტიურ ფაზაშია შესული კიდევ ერთი მსხვილი პროექტის, ლეონიძის სკვერის რეაბილიტაციაც, სადაც ულამაზესი რეკრეაციული სივრცე ეწყობა. გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზეც, სადაც ასფალტ -ბეტონის საფარი 11 ლოკაციაზე შეიცვლება. წელს რუსთავში დაახლოებით 22 მილიონი ლარის პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი. ამჟამად სამუშაო 10 სხვადასხვა პროექტზე მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა