თორნიკე რიჟვაძე - ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა

საქართველო ერთ-ერთ სანიმუშო მაგალითად არის დასახელებული პანდემიასთან ბრძოლის კუთხით. ხელისუფლებამ ნაადრევად გაიაზრა საფრთხე და დროულად გაატარა პრევენციული ღონისძიებები. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძემ იმ კონკრეტულ ღონისძიებებზე და ინტერვენციაზე ისაუბრა, რასაც ცენტრალური და რეგიონის ხელისუფლება ახორციელებს პანდემიის შეკავების კუთხით.

„ბათუმში შემოტანილი დაინფიცირების 6 შემთხვევა დაფიქსირდა. არ გვაქვს ადგილზე გადაცემის შემთხვევები, რაც დამაიმედებელია. ეს ნიშნავს რომ პროცესი სწორად იმართება და ამ მიმართულებით გვაქვს ეფექტური მენეჯმენტი. დავიწყეთ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პირველი ეტაპი. პრინციპული გადაწყვეტილება უკვე მიღწეულია. ყოველდღიურ რეჟიმში ვიღებთ იმ გადაწყვეტილებებს რომელიც ადეკვატურად ასახავს გამოწვევებს კონკრეტულ რისკებთან დაკავშირებით. ხელისუფლებისთვის მთავარი ამოსავალი არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ნაადრევმა პრევენციამ მოგვცა საშუალება, რომ სიცოცხლის და ჯანმრთელობის მხრივ არ გვქონოდა არსებითი რისკები“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა