სავაჭრო-სამრეწველო პალატის ,,ბიზნესის კვლევების სახლი“ დისტანციური სწავლების საკითხზე კვლევას იწყებს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ დაფუძნებული ,,ბიზნესის კვლევების სახლი“ - დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით პირველი კვლევის ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს “სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თემის გარშემო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა და პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მაგდა ბოლოთაშვილმა ექვს რეგიონულ უნივერსიტეტთან დღეს გამართულ ონლაინ კონფერენციზე ისაუბრეს. ასევე, აკადემიურ პერსონალს გააცნეს ის კვლევის მოდელი, რომელიც ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დისტანციური სწავლება მეტ საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს, ვინაიდან ამ ეტაპზე არ არის სათანადოდ დარეგულირებელი და პირველადი დაკვირვებით სჯობს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ამ მხრივ. ,,ამას ემსახურება ჩვენ მიერ დაწყებული კვლევაც. მსგასი ფორმატის მიზანია გვქონდეს კომუნიკაცია უნივერსიტეტებთან. გავიგოთ უშუალოდ, თუ რა უშლით ხელს დისტანციური სწავლებისას და რა წინააღმდეგობებს აწყდებიან, რამდენად არის ეფექტური ამ სწავლების მეთოდით სარგებლობა. გარდა ამისა, მივიღოთ რჩევები და რეკომენდაციები მათგან, რომ ვიცოდეთ, რა მიმართულებით გაკეთდეს აქცენტები და რა იქნება უფრო ეფექტური საკითხის კვლევისას. გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ მეტი შემოსავლის მიღებას ქვეყანაში განათლების მიმართულებით, მივიღოთ მეტი უცხოელი სტუდენტი და მეტი ადგილობრივი სტუდენტი ჩაერთოს დისტანციური სწავლებაში. ჰქონდეთ ახალგაზრდებს თავისუფალი და მოქნილი სასწავლო გარემო შესაბამისი განათლებისა და ცოდნის მისაღებად’’, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობა ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, ახალციხის, გორისა და თელავის უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს. ,,ბიზნესის კვლევების სახლი“ - შემდეგ შეხვედრას თბილისში მდებარე უნივერსიტეტებთან გეგმავს, რის შემდეგაც საკითხზე მუშაობას დაიწყებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა