პაატა იმნაძე - ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია - მისი თბილისში გადმოყვანა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის ორსულია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლნისიდან ორსული ქალის გადმოყვანა თბილისში მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ის ორსულად იყო.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ორსული ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"ჩვენი ჯგუფები მუშაობენ მუდმივად მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში და ყველა კონტაქტის გამოკვლევა მიმდინარეობს. ასევე ნებისმიერი შესაძლო შემთხვევის გამოკვლევა. ეს ქალბატონი სწორედ ასე ჩვენი ჯგუფის მიერ იქნა აღმოჩენილი. მისი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, უბრალოდ ორსულია და ამიტომ გადმოვიყვანეთ თბილისში," - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა