ქუთაისში 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს საკვები პროდუქტი გადაეცემა

ქუთაისში რეგისტრირებულ 600-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახში, რომელთაც 4 და მეტი შვილი ჰყავთ, დღეიდან სასურსათო ამანათები დარიგდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის მერია პანდემიასთან ბრძოლის პირობებში აგრძელებს სხვადასხვა სახის სოციალურ ღონისძიებებს.

„ქუთაისის სპორტის სასახლეში კერძო სექტორის მიერ შეგროვდა პირველადი მოხმარების სურსათ-სანოვაგე, რომელიც დაფასოებული იქნა მერიის მოხალისეთა გუნდის წევრების მიერ და ყოველდღიურად რიგდება მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტში.

ამჯერად ამანათები გამზადდა მრავალშვილიანი დედებისთვის. ამანათების გამზადების პროცესსა და დარიგებაში უშუალოდ მონაწილეობენ ქუთაისის მერი, მერის მოადგილეები, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე და საკრებულოს წევრები“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა