ალექსანდრე მოწერელია - ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედება იყო უპასუხისმგებლო, მავნებლური და ვირუსის გავრცელებისთვის ხელშემწყობი

სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ პირბადეების დარიგების ფაქტს ეხმაურება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო -ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს, მოწერელია, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებას უპასუხისმგებლოს, მავნებლურს და ვირუსის გავრცელებისთვის ხელშემწყობს უწოდებს.

,,მინდა გამოვეხმაურო, იმ განხორციელებულ უპასუხისმგებლო ქმედებას, რასაც ადგილი ჰქონდა დღეს ზუგდიდის ცენტრში. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული შეკრება, სადაც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით პირბადეები დაარიგეს. მაშინ, როდესაც საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაშინ როდესაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესრულებას მაქსიმალურად ვცდილობთ და აკრძალულია 10 -ზე მეტი ადამიანის შეკრება, დღეს ასობით ადამიანი შეკრიბეს და პირბადეების დარიგება დაიწყეს. ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ ამ ადამიანებს შორის ვირუსის გავრცელება არ მოხდება და ეპიდემიის სახით არ იფეთქებს ჩვენს რეგიონში? ეს არის მავნებლობა და მიზანმიმრთული ქმედება იმისათვის, რომ ჩვენს რეგიონში გავრცელდეს ეპიდემია და კიდევ უფრო უმართავამდე მიიყვანონ მთელი ეს მდგომარეობა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენს რეგიონში გუშინ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა გვქონდა “, - აცხადებს სახელმწიფო რწმუნებული.

ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მომხდარზე რეაგირება სამართალდამცველებმა განახორციელეს.

,,იმისათვის, რომ ეს უპასუხისმგებლო ქმედება შეგვეჩერებინა, სხვადასხვა ობიექტიდან მოგვიწია სამართლდამცველების მოხსნა, რომლებიც ისედაც დატვირთულ რეჟიმში მუშაობენ. ამ ყველაფერში მონაწილეობდა 200-მდე ადამიანი. მე უპასუხისმგებლობის, მავნებლობის და შეგნებულად ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეწყობის გარდა, სხვას ამას ვერაფერს დავარქმევ! ასეთ დროს მსგავსი იაფფასიანი პოლიტიკური ტრიუკებით და პიარით კარგს ვერაფერს მივიღებთ ჩვენი ქვეყნისათვის, ეს უნდა ესმოდეს ყველას“ , - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებთან საუბარისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა