გარდაბანში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა რამდენიმე სოფელში საინფორმაციო კამპანია გამართეს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. გარდაბანში შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფმა, საკრებულოს დეპუტატებთან და მერის წარმომადგნლებთან ერთად, სოფელ ბირლიკში, თაზაქენდსა და ნაზარლოში საველე საინფორმაციო კამპანია გამართეს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ მცხოვრებლებს COVID-19-ის შესახებ, ინფექციის გავრცელების შესაძლო რისკებზე და რეკომენდაციებზე ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე დეტალურ ინფორმაცია მიეწოდათ, დაურიგდა ორენოვანი საინფორმაციო ფლაერები. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში დეზინფექცია ტარდება მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, მუნიციპალურ შენობებში, ასევე სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება ეზოებში და სკვერებში არსებული ბავშვთა გასართობი მოედნები და ატრაქციონები.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა