ბორჯომში ქუჩების რეცხვა-დეზინფექციის სამუშაოები ყოველდღიურად მიმდინარეობს

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყოველ დილით სპეციალური ხსნარებით მუშავდება საავტომობილო გზები. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ცნობით, ინტენსიურ რეჟიმში ხდება ასევე საფეხმავლო ბილიკებისა და მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ავტომოსაცდელებისა და სანაგვე ურნების რეცხვა-დეზინფექცია.

“დეზინფექცია უტარდება ასევე სკვერებს, სატრენაჟორო სივრცეებს, სპორტულ მოედნებსა და ცენტრალური გზის გამყოლ მოაჯირებს. სამუშაოებს „ბორჯომის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ თანამშრომლები აწარმოებენ.

პარალელურად სამსახური მუნიციპალიტეტში მასშტაბურ საგაზაფხულო დასუფთავებით სამუშაოებს ასრულებს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამოქმედებულია ცხელი ხაზი (0367) 22-33-55; (0367) 22-44-99; მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო