დუშეთის მუნიციპალიტეტში შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობას ადგილზე ეხმარებიან

დუშეთის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები ადგილობრივ მცხოვრებლებს აქტიურად უწევენ დახმარებას. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციული ცენტრიდან მოშორებით მდებარე სოფლებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ასაკოვან ადამიანებთან და შშმ პირებთან მოხალისეთა ჯგუფებს პირველადი საჭიროების საკვები და მედიკამენტები მიაქვთ, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას, ტრანსპორტით გადაყავთ უახლოეს სამედიცინო პუნქტში.

მოხალისეთა ჯგუფები ასევე ჩართულნი არიან საინფორმაციო კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც, ისინი მოქალაქეებს აწვდიან რეკომენდაციებს აღნიშნულ სიტუაციაში ქცევის წესის შესახებ.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში ახალი კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისეებს შესაბამისი ტრენინგი 20 მარტს ჩაუტარდათ, ხოლო მათ მიერ გატარებულ სამუშაოებს მონიტორინგს უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი. დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები და ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ თანამშრომლები,“ - ნათქვამია დუშეთის მერიის ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს