ფოთის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიაფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფოთის მერიიდან აცნობეს. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა.

სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით წვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები დაესწრნენ.

დარჩენილი პროდუქტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდებათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო