გიორგი შენგელია - დარწმუნებული ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება

ზუგდიდის მერის, გიორგი შენგელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ზუგდიდის ცენტრში, მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგებამ ეჭვქვეშ დააყენა მათი სიცოცხლე, რაც ოპოზიციური პარტიის წევრების მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო საქციელია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს.

შენგელიას თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში გამოიყვანეს, უპასუხისმგებლო პარტიის მსხვერპლები არიან და ამასთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები იმსჯელებენ.

„ის, რაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრების მხრიდან ხდება ზუგდიდის ცენტრში, ჩვენი მოქალაქეებისთვის პირბადეების დარიგება, ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო, ყოვლად დაუშვებელი საქციელი მათი მხრიდან. მაშინ, როცა ქვეყანაში ორი მუნიციპალიტეტი კარანტინის რეჟიმშია და უზარმაზარი რესურსი იხარჯება, რათა ჩვენი მოქალაქეები მაქსიმალურად დავაკავოთ სახლში, ხელი შევუშალოთ ვირუსის გავრცელებას, ეს უპასუხისმგებლო ადამიანები კრიბავენ ასობით ჩვენ თანამოქალაქეს ქალაქის ცენტრში, თითქოს პირბადეების დარიგებით ხელს უწყობენ ამ ვირუსის გავრცელების პრევენციას, რაც ყოვლად დაუშვებელი და პროვოკაციული ფაქტია. ყველა მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიის წევრს, მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ მსგავსი პროვოკაციებისგან და ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ, რათა ერთად ვებრძოლოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას ჩვენი ქვეყნის და მთელი მსოფლიოსთვის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში 10 ადამიანზე მეტის შეკრება არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ასობით ადამიანი შეკრიბეს დღეს ქალაქის ცენტრში. ჩვენი სამსახურები, სამართალდამცავებთან ერთად, მაქსიმალურად ცდილობდნენ მოქალაქეების დისტანცირებას, მაგრამ ეს იყო შეუძლებელი, მოქალაქეების რაოდენობიდან გამომდინარე. მე დარწმუნებული ვარ, "ნაციონალური მოძრაობის" უპასუხისმგებლო საქციელზე სამართალდამცავებს ექნებათ რეაგირება და გამოჩნდება შემდგომში დამოკიდებულება ამ უპასუხისმგებლო ფაქტის მიმართ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში, საგანგებო რეჟიმის პირობებში და დავიცვათ კანონმდებლობა. ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოიყვანეს, იყვნენ მსხვერპლი უპასუხისმგებლო პარტიის და ამასთან დაკავშირებით ისმჯელებენ სამართალდამცავი ორგანოები“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა