ფოთის ჰოსპიტალში მაღალი ტემპერატურით 82  წლის ქალი შეიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში მაღალი ტემპერატურით 82 წლის სენაკელი ქალი მოათავსეს. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

,,ასაკოვანი, 82 წლის ქალი, სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ქალქის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. იგი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა. დღევანდელი მონაცემებით, თვითიზოლაციაში 61 მოქალაქე გვყავს, კარანტინში კი 4 ადამიანი რჩება“, - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზიანაიდა გაგუამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო