წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება.როგორც „ინტერპრესნიუსს“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, დღეს სოფლებში მიმდინარე პროექტები მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა დაათვალიერა.

"მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ყველა დაწყებული პროექტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები, სოფელ ქვიტირში, ჭეიშვილების უბანში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება 1კმ 600მ. გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის ღირებულება 530 636 ლარია, აღნიშნული გზის გაკეთებას წლების განმავლობაში ითხოვდა ადგილობრივი მოსახლეობა, პარალელურად ამავე სოფელში ბეტონის გზები კეთდება N12 და N14 ქუჩებზე, ქალაქ წყალტუბოში გოგებაშვილის ქუჩაზე კი ეწყობა სასაფლაოებზე არსებული შიდა გზები", - განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება სოფელ რიონშიც. მათივე ცნობით, სინატაშვილების უბანში არსებულ სასაფლაოსთან მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო