ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, მარნეულში თერმო​​სკრინინგი 12 400 ადამიანს ჩაუტარდა და ტემპერატურა მხოლოდ 4 პირს დაუფიქსირდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, მობილური ჯგუფები აქტიურად განაგრძობენ მოქალაქეების თერმოსკრინინგს, ამასთან ერთად ტარდება საინფორმაციო კამპანია. გატარებულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და მაქსიმალურად არის შემცირებული როგორც კონტაქტები, ასევე მოსახლეობის გადაადგილება მარნეულსა და ბოლნისში და მთლიანად რეგიონში.

,,მობილურ ჯგუფებს სადაც ვახსენებ იქ ექიმები ამოწმებენ ტემპერატურას, ამას ვუთავსებთ საინფორმაციო კამპანიას და იმ საინფორმაციო ფლაერების გავრცელებას, რაც კიდევ ერთხელ ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობას და იმ რეგულაციების კარგად გაცნობიერებას რაც დაწესებულია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა. მისივე განცხადებით, ამ დროის მონაცემებით, დღეს, მარნეულში თერმო​​ სკრინინგი ჩაუტარდა 12 400 ადამიანს.

,,12 400-ია ამ წუთის ინფორმაციით, მარნეულში მობილური ჯგუფების მიერ მოცული ადამიანები ვინც შესწავლილია იმ რეჟიმით, ხაზს ვუსვამ, რაც არის ტემპერატურული დაკვირვება, 4 არის დაბალი ტემპერატურით დაფიქსირებული და გრძელდება კონტროლი. ბოლნისში 3 400-3 500 იყო გუშინდელი მონაცემი, დღეს იქაც გრძელდება პროცესი და მინიმუმ გაორმაგებულია როგორც ვიცი და ხვალ უკვე სრულყოფილად მეცოდინება ბოლნისიდან მონაცემები. ვიცი, რომ 7 000 არის შესწავლილი. 55 ათასი მოსახლიდან ბოლნისში 10 ათასია ვინც ჩვენ შევძელით გვენახა, ინფორმაცია მიგვეწოდებინა და ტემპერატურული კვლევა ჩაგვეტარებინა“, - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა.

შოთა რეხვიაშვილი ადასტურებს, რომ ქალბატონს, რომელიც ცხოვრობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, დაუდგინდა კორონავირუსი. "როგორც ამბობენ, არის მსუბუქი მდგომარეობა. რათქმაუნდა, ნახიდურს ექცევა ყურადღება და კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიექცევა და შესაბამისად დგინდება ის კავშირები, რაც ამ შემთხვევასთან ბმაშია“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო