ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული -  საველე ჰოსპიტალში რიგები არ არის, მაქსიმუმ 5-6 ადამიანი, შეიძლება, იყოს

საველე ჰოსპიტალში რიგები არ არის, იქ მაქსიმუმ 5-6 ადამიანი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

,,მინდა გითხრათ, რომ საველე ჰოსპიტალში ხდება ხოლმე, რომ 5-6 ადამიანი შეიძლება ღამითაც დარჩეს იქ დასკვნის მიღების პერიოდში. დადგა საჭიროება მათი კვებით უზრუნველყოფის და ძალიან დიდი მადლიერება მინდა გამოვხატო მარნეულში არსებული ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტის ქსელის მიმართ, მათ გამოთქვეს სურვილი უსასყიდლოდ მოემსახურონ საველე ჰოსპიტალის პერსონალს და იქ დარჩენილ მოქალაქეებს. საველე ჰოსპიტალში არავითარი რიგები არ არის, გუშინ ღამითაც ვიყავი და მაქსიმუმ 5-6 ადამიანი ელოდება. არავითარი რიგები არ არის გარწმუნებთ“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

მისივე განცხადებით, საკარანტინო ზონაში, ყველა გზა მაქსიმალურად კონტროლდება.

,,მე მაქვს ინფორმაცია, რომ ყველა გზა, საფეხმავლო ბილიკებიც მაქსიმალურად კონტროლდება და თუ ვინმე ახერხებს ტერიტორიის დატოვებას, ასეთი ინფორმაცია, მე არ მაქვს. ვიცი, რომ ძალოვანი სტრუქტურების მიერ სრულად კონტროლდება გადაადგილება საკარანტინო ზონაში. გატარებული ღონისძიებების შედეგად მაქსიმალურად არის შემცირებული კონტაქტები და გადაადგილება მუნიციპალიტეტებში და ზოგადად ქვემო ქართლის რეგიონში“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა