დიალიზის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები გორის მერიისგან დახმარებას მიიღებენ

დიალიზის პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეები გორის მერიისგან დახმარებას მიიღებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ფულადი დახმარება გორის მოქალაქეებს ტრანსპორტირებაში დაეხმარებათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის გადაწყვეტილებით, ის მოქალაქეები, რომლებიც საჭირო კლინიკამდე 5 კმ - ით არიან დაშორებულები, ერთჯერადად, 150 ლარს, 5 კმ - ზე მეტი მანძილის შემთხვევაში კი 300 ლარს მიიღებენ.

„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა მიმართულებით პრობლემები შეიქმნა. მათ მოსაგვარებლად 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა ყველანაირად ვცდილიბთ დავეხმაროთ იმ ადამიანებს ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ამჯერად მივიღე გადაწყვეტილება და საკრებულო იმსჯელებს დიალეზზე მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებასთან დაკავშირებით.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პაციენტებს, რომლებსაც დიალეზის გამო უხდებათ სხვადასხვა კლინიკებში გადაადგილება, გორის მერია ფულად დახმარებას გაუწევს, რაც მათ ტრანსპორტირებაში დაეხმარებათ. კონკრეტულად, ის მოქალაქეები, რომლებიც საჭირო კლინიკამდე 5 კმ - ით არიან დაშორებულები, ერთჯერადად, 150 ლარს, 5 კმ - ზე მეტი მანძილის შემთხვევაში კი 300 ლარს მიიღებენ.

ეს არ არის ბევრი, მაგრამ ამ ეტაპზე დაეხმარება მათ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, აუცილებლობის შემთხვევის გარდა, ნუ გამოხვალთ გარეთ, დარჩით სახლში, რათა ერთად გავუმკლავდეთ ამ დიდ გამოწვევას," - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“