ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში "სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე პირბადეები დაარიგეს

ზუგ­დი­დის ცენ­ტრა­ლურ ბულ­ვარ­ში "სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბულ აქ­ცი­აზე პირ­ბა­დე­ები, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რები და ხელ­თათ­მა­ნები დაარიგეს. ბულ­ვარ­ში სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად ასზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­იკ­რი­ბა. მიუხედავად პოლიციის გაფრთხილებისა, რომ მოსახლეობას დისტანცია დაეცვა, ისინი ერთ ჯგუფად იყვნენ შეკრებილი და ცდილობდნენ სამედიცინო ნივთები მიეღოთ.

მოგვიანებით, განმარტებები გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ.

"ზუგ­დიდ­თან და­კავ­ში­რე­ბით... ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე.

სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით.

ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში.

როგორც კი საფრთხე გაანალიზდადარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი.

ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს.

ზუგდიდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა", - დაწერა მელიამ ფეისბუქზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა