მარიამ ქვრივიშვილი „რაკია ჯორჯიას“  სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ საკარანტინო ზონისთვის უსასყიდლოდ დათმობის გამო მადლობას უხდის

Ras Al Khaimah Investment Authority Georgia -ს მფლობელობაში მყოფმა სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ ხელმძღვანელებმა მთლიანი სასტუმრო, 200 ნომრით ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საკარანტინო ზონისათვის უსასყიდლოდ დაუთმო. სასტუმროს ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა და მადლობა გადაუხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ პერსონალს უკვე ჩაუტარდა სპეციალური ტრენინგი. თითოეული თანამშრომელი იმ სავალდებულო პროცედურებს გაეცნო, რომელიც კარანტინის დროს უნდა დაიცვას.

„ჩვენ ვიმყოფებით სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში,“ მფლობელმა „რაკია ჯორჯიამ“ გამოიჩინა ძალიან მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და საქართველოს მთავრობას სრულიად უსასყიდლოდ გადასცეს სასტუმრო, სადაც საკარანტინო ზონა განთავსდება. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სასტუმროს მფლობელებს, მმართველებს და თანამშრომლებს, რომლებიც წინაფრონტზე იმუშავებენ, რათა საქართველოში დაბრუნებულ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კარანტინის პერიოდში კომფორტული გარემო შეუქმნან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მასშტაბის და მნიშვნელობის სასტუმროები გვემატებიან, იქიდან გამომდინარე რომ COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პრევენციისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია საქართველოში მეტი საკარატინო ადგილის არსებობა, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობა“ , - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

სასტუმროს გენერალური მენეჯერის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მთავრობას დაეხმარონ.

„მართალია ჩვენ პირადად ვერ დავამარცხებთ კორონავისურს, მაგრამ შეგვიძლია დახმარების გაწევა ამ ბრძოლაში, როგორც იცით სასტუმრო შერატონს თბილისში არსებობის დიდი ისტორია აქვს. ჩვენ კრიზისული სიტუაციების დროს სასტუმრო არასდროს დაგვიკეტია. ორი კვირის წინ ჩვენ გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, რომ სასტუმრო არ დახურულიყო და შეგვენარჩუნებინა მომსახურე პერსონალი, იმიტომ რომ თანამშრომლებს სჭირდებათ ხელფასი, რომ არჩინონ ოჯახები. ახლა სტუმრები არ გვყავს , როგორც იცით საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთიდან ბრუნდებიან და მათ საკარანტინო ზონაში მოხვედრა უწევთ, ჩვენ გადავწყვიტეთ დავეხმაროთ მათ ამ სიტუაციაში და დავუთმოთ სასტუმროს 200 ნომერი საკარანტინო ზონისთვის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ ხალხს და საქართველოს მთავრობას. ჩვენი თანამშრომლები გაუწევენ მათ მომსახურეობას“,- აცხადებს სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალური მენეჯერი ფრედ სმიტსი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით საკარანტინო ზონა საქართველოს მასშტაბით დღეის მონაცემებით 64 სასტუმროშია შექმნილი, სადაც 4250 მოქალაქეა განთავსებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა სასტუმროებთან ახალი საკარანტინო ზონების შესაქმნელად. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირებას, განთავსებას და სამჯერად კვებას.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)