თბილისში ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ვარკეთილის რაიონში თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრო.

როგორც კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვაში განაცხადა, რამდენიმე დღეა ქალაქში ყველა იმ ქუჩის დამუშავება ხდება, სადაც გაჩერებები და მეტროს შესასვლელებია. ამასთან კახა კალაძის განცხადებით, დეზინფექციის სამუშაოები მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. ასევე მუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.

მისი თქმით, შესაბამისი ღონისძიებები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხორციელდება.

კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან რეკომენდაციები.

„მე მჯერა, რომ ჩვენ თუ მოვიქცევით სწორად, გავითვალისწინებთ რჩევებს, აუცილებლად, ძალიან მალე იქნება გამარჯვება“ , - განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის რაიონში სამუშაოებს ესწრებოდა თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანიც.

ბენდელიანის თქმით, თბილისის 10-ვე რაიონში მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის მერიის თანამშრომლები და მიმდინარეობს ინტენსიურად სადეზინფექციო სამუშაოები.

ბენდელიანის თქმით, მაქსიმალურად ხდება იმ ადგილების დეზინფექცია, სადაც არის რისკი, რომ დაავადების გავრცელების კერა შეიძლება არსებობდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა