დონალდ ტრამპი - ნომერ პირველი, თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში

ნომერ პირველი, თქვენ არ იცით, რა რიცხვია ჩინეთში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რომ აშშ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებით ჩინეთს ასწრებს.

დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის კორონავირუსის შესახებ ხუთშაბათს ღამით ისაუბრებს ჩინეთის პრეზიდენტთან.

ასევე მან დაამატა, რომ ადმინისტრაციას არ სჯერა ჩინეთიდან გამოსული ყველა მონაცემის.

ასევე ტრამპმა კორონავირუსით დაინფიცირების გამოვლენილი, გაზრდილი მაჩვენებლის შეფასებისას თქვა, "ვფიქრობ, ეს ჩვენი ტესტის სისტემის დამსახურებაა."

”დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ მეტყვით, თუ რა ტესტირებას აკეთებს ან არ აკეთებს ჩინეთი", - დასძინა მან.

ცნობისთვის, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-მ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო. შესაბამისად, აშშ მსოფლიოში ვირუსის 82 404 შემთხვევით პირველ ადგილზეა.

ჩინეთში ახალი კორონავირუსის 81 782 შემთხვევაა და იტალიაში 80 589.

აშშ-ში Covid-19– ით 1100 – ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა