ნათია თურნავა - მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტინო სივრცეებისთვის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ვინც საკუთარი სასტუმრო ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო.

ნათია თურნავას თქმით, დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, იმ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, ერთიანობა, თანადგომა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს - სასტუმროების „შერატონ გრანდ თბილისის“, „მოქსის“, „იბისის“ და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის“ მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოწყობის მიზნით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს და საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს.

„ამ მიზნით, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვახორციელებთ საკარანტინო სივრცეების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროებში. დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 64 სასტუმროში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა