ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის, რომელთა შორის 1 თვის ჩვილიცაა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებული 4 პაციენტის, რომელთა შორის 1 თვის ჩვილიცაა, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მათი ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხს მედიკოსები დღეს ელოდებიან. ექიმ-ინფექციონისტის ლალი დარახველიძის ინფორმაციით, პაციენტებს, რომელთა შორის ერთი თვის ჩვილიცაა, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

„პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი შემოყვანილი არიან თვითიზოლაციიდან. ისინი 19 მარტს თურქეთიდან ჩამოვიდნენ. ჩივილები ჰქონდათ ცხელება, ხველება, ამჟამად აღებულია მასალა ანალიზისთვის და დღეს ველოდებით პასუხს’’, - აცხადებს ლალი დარახველიძე.

პაციენტები საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს