არჩილ ჯაფარიძე, გოჩა ენუქიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ამბროლაურის მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ ოჯახებს შეხვდნენ

სახელმწიფო რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, ამბროლაურის მაღალმთიან სოფელში იმყოფებოდნენ და იქ მცხოვრებ ოჯახებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხულ ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ღვარდიაში სულ რამოდენიმე ოჯახი ცხოვრობს, რეგიონის ხელმძღვანელებმა მათ პირველადი მოხმარების ნივთები და პროდუქტები გადასცეს,

ოჯახების საჭიროებებს ადგილზე გაეცნენ, თუ როგორ მიეწოდებათ მედიკამენტები, საკვები თუ სხვა საჭირო ნივთები. აგრეთვე, ვირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და დახმარება აღუთქვეს.

არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისათვის რეგიონში სიმშვიდეა და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მხარის თითოეულმა მაცხოვრებელმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა