მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთიდან თბილისში 50 წლამდე მამაკაცი გადმოიყვანეს

„კახეთში რეგიონში, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირებულებს უმკურნალონ",- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა. მისივე განმრატებით, საკითხი აქტიური განხილვის პროცესშია, რადგან რეგიონში 4 საავადმყოფო შესაბამისი სამედიცინო აპარატურით უკვე აღიჭურვა და კლინიკები პაციენტების მისაღებად მზად არიან.

მისივე თქმით, კახეთში ეპიდსიტუაცია სტაბილურია და ჯერჯერობით არც ერთი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა არ დადასტურებულა. ბოლო ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა 528 -დან 576-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება თვითიზოლაციაში მოქალაქეების რაოდენობას, მათი რიცხვი 455-ია, ხოლო 43-ს კი სპეციალისტების მეთვალყურეობა მოეხსნა.

მაღალი ტემპერატურის გამო კი, თბილისში, 50 წლამდე პირი გადაიყვანეს, რომელსაც ანალიზები უკვე აუღეს და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

კახეთის ორ მუნიციპალიტეტში არსებულ 8 საკარანტინო ზონაში მყოფი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარება ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა