ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე საწარმოები დაათვალიერა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საგანგებო მდგომარეობის დროს მომუშავე საწარმოები - ქალაქ წნორში მდებარე ერთ- ერთი წისქვილ-კომბინატი და ყვარელში მდებარე ღვინის საწარმო „ყვარლის სარდაფი" დაათვალიერა.

გუბერნატორის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, წნორის წისქვილ-კომბინატი მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, არ დგას მარაგების პრობლემა.

„ყვარლის ღვინის საწარმო „ყვარლის სარდაფი" შეზღუდული რაოდენობით ინარჩუნებს თანამშრომლებს. საწარმოს დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება და კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებისთვის stopcov ფონდ- ში 100 000 ლარი აქვთ გადარიცხული.

ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მერი როსტომ სესიაშვილი საწარმო „ყვარლის სარდაფის" გენერალურ დირექტორს შეხვდნენ და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა