თეა წულუკიანი - პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება

პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება, შესაბამის გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. როგორც იუსტიციის მინსიტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, გეგმა მომავალ კვირას გასაჯაროვდება.

„მე მინდა დღეს დავაანონსო, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ პირველ რიგში თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს და შემდეგ უკვე ფართო საზოგადოებას გავაცნობთ გეგმას, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც გულისხმობს იმას, რომ პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე გახდეს კიდევ უფრო ჩაკეტილი და დახურული იმისათვის, რომ არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი.

ეს არ გულისხმობს იმას, პატიმრების გასაგონად ვამბობ, რომ ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებულები მოხვდებიან დახურულ ციხეებში. ეს ამას არ ნიშნავს. თუმცა, მათ მიმართ მექნებოდა რჩევა, რეკომენდაცია, რომ ვინაიდან დადგა გაზაფხული და ასეულობით ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებული იმყოფება ციხის შიდა ეზოში, მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რაც შეეხება ერთმანეთისგან დისტანაციას და სხვადასხვა წესს, რომელიც ციხის პირობებში ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება და პატიმრებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს,“- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში.

„ეს გეგმა მუშავდება და ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანების შეგზავნას ამბის გამოსატანად, რომლებსაც არავითარი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია, რომ ციხეში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, თუკი საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას, სხვა საპროცედურო საჭიროებებს.

და ბოლოს, ოჯახების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმარისზე მეტი პროდუქტი, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში კარგად, მონდომებით და გამართულად და არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ. ასევე, მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში,“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა