პაატა იმნაძე - ხელთათმანსაც ზუსტად ისევე უნდა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, როგორც ხელებს

ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას, - ასე მიმართავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე საზოგადოებას.

პაატა იმნაძე კოლეგებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ხელთათმანს აქტიურად იყენებს, აფრთხილებს, რომ ხელთათმანიანი ხელის დამუშავებაც აუცილებელია.

„ვთხოვ ჩემს კოლეგებს, რომ ჩვენს ვებ-გვერდზე დევს ნებისმიერი პროტოკოლი, დაწყებული ვთქვათ, პირადი და ინდივიდუალური უსაფრთხოების დაცვის საშუალებების გამოყენების შესახებ, დევს მისი ვიდეოგაკვეთილიც და მოვუწოდებ მათ, კიდევ კარგად ნახონ ეს ყველაფერი. მე მესმის, ჩემი კოლეგები შეშფოთებული არიან, მაგრამ არის გარკვეული წესები და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძობას, იმიტომ, რომ როცა ხელთათმანი გვიკეთია, ხელს ზუსტად ისევე უნდა დამუშავება ძალიან ხშირად სპირტის შემცველი სადეზინფექციოთი. რა განსხვავებაა ხელთათმანიან ხელს მივიდებთ მერე სახეზე, თვალზე მოვიკიდებთ ან ნიღაბს გავისწორებთ - ავიწევთ, ჩავიწევთ და სამწუხაროდ, მე ამას ვუყურებ ხოლმე და რა განსხვავებაა, თუ მობილურ ტელეფონს ხელთათმანიანი ხელით ავიღებთ? ამიტომ ძალიან კარგად გავითავისოთ ეს ქცევები და ეს განსაკუთრებით ჩემს კოლეგებს ეხებათ, თუმცა, სხვებსაც. იგივე მაღაზიებში მუშაობს ძალიან ბევრი ადამიანი ხელთათმანით. ეს კარგად უნდა გაითავისოს, კანიდან არაფერი იჭრება შიგნით, ეს ხელები იმიტომ არის საფრთხილო, რომ მერე ამ ხელით ვეხებით სახეს, პირს ან ცხვირს ან თვალს და ასე გადაგვაქვს ინფექცია. ხელთათმანიანი ხელითაც შეიძლება ამის გადატანა, ამიტომ ხშირად დავიმუშავოთ ხელთათმანიანი ხელები,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: ხელთათმანსაც ზუსტად ისევე უნდა სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება, როგორც ხელებს - პაატა იმნაძე

რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2020
ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ყველას შევახსენებდი, რომ საქმე პოლიტიკური პროცესის მთლიანობას ეხება, სწორედ ეს დევს სასწორზე
ევექსი კლინიკები მომხმარებლების უსაფრთხოებისთვის COVID 19-ის PCR ტესტირების პროცესს ცვლის
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" კოვიდ ეპიდემიის თემას ოსტატურად იყენებს და თავის ნაცვლად ექიმებს ალაპარაკებს!" (R)
სოსო შატბერაშვილი - "თუ გსურთ შერიგება ოსებთან და აფხაზებთან - მხარი "პატრიოტთა ალიანსს" დაუჭირეთ!" (R)
გურამ ნიკოლაიშვილი: ვეტერანთა უფლებებს მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი"დაიცავს! (R)