აჭარის მთავრობა - აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, ინფრასტრუქტურული, საგზაო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ამ დროისათვის ე.წ. ოცნების ქალაქის სამშენებლო ტერიტორიაზე საცხოვრებელი კომპლექსის საძირკვლის არმირება ხორციელდება.

მათივე ცნობით, სამუშაოებში დაახლოებით 70 ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად გაეცნო.

თორნიკე რიჟვაძე პროექტის მიმდინარეობით და პანდემიის ფონზე დასაქმებულთა უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.

„აჭარაში ე.წ. ოცნების ქალაქის, საგზაო ინფრასტრუქტურის და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების მშენებლობა გრძელდება. მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ნორმები და რეკომენდაციები. არსებული პროექტები მნიშვნელოვანია აქ დასაქმებულებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის. პანდემიასთან დაკავშირებით მაქსიმალურად იქნება გატარებული ყველა პრევენციული ზომა, ამავე დროს გაგრძელდება რეგიონში მიმდინარე პროექტები. ყველა ერთად შევძლებთ გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა