კრემლში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია რუსულ მედიასთან ადასტურებს კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

„მართლაც, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა ადმინისტრაციაში. ეს მართალია და ყველა საჭირო სანიტარული და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებაა მიღებული, რათა ვირუსის შემდგომი გავრცელება არ მოხდეს", - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, პესკოვმა დასძინა, რომ ინფიცირებულ პირს ვლადიმერ პუტინთან შეხება არ ჰქონია. მან ასევე აღიარა, რომ იგი ესწრებოდა წვეულებას, სადაც ლევ ლეშჩენკოც იმყოფებოდა, რომელსაც მოგვიანებით კორონავირუსი დაუდგინდა.

„კი, ვიყავი, მარამ ლეშჩენკო არ მინახავს. ალბათ უკვე წასული იყო. ხელი არავისთვის ჩამომირთმევია და თან ეს ორი კვირის წინ იყო“,-განაცხადა პესკოვმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა