ბოლნისის მუნიციპალიტეტში მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს სურსათი დაურიგდათ

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკარანტინე მდომარეობის მე-5 დღეს კერძო პირებისგან მიღებული შემოწირულობებით ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს დაურიგდათ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერტიიდან აცნობეს.

სურასათის დარიგების აქციაში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ჩაერთნენ.

„დღეს დავით და მამუკა კუხალაშვილების მიერ ნაყიდი სურსათი მარტოხელა პენსიონერებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებსა და შეჭირვებულ ოჯახებს, სულ 160 ბენეფიციარს გადავეცით. მინდა კუხალაშვილებს ქველმოქმედებისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამ პერიოდში მსგავსი დახმარება და ჩვენს შეჭირვებულ მოქლაქეებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. სურსათის დარიგების აქცია კვლავ გაგრძელდება და სხვა მოწყვლად ჯგუფებსაც მოიცავს", - განაცხადა ბოლნისის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა