ალექსანდრე მოწერელია ხობში დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად ხობში, მის მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა.

„შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები. ალექსანდრე მოწერელია დაინტერესდა ხობში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საკითხით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის შორენა საბახტარაშვილის და პოლიციის უფროსის დავით პაპავას ინფორმაციით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები დღეში რამდენჯერმე მოწმდებიან და აკვირდებიან რამდენად კარგად იცავენ თვითიზოლაციის წესებს. ხობში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 40 მოქალაქე, ხოლო საკარანტინო ზონაში 4 მოქალაქე იმყოფება. შეხვედრას ხობის მერი, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა