თორნიკე რიჟვაძე - ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს გამოწვევების დასაძლევად

სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს ხელისუფლების მიერ თანხის არარაციონალურ ხარჯავასთან დაკავშირებით.

რიჟვაძის შეფასებით, ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა გადარჩეს.

„სამწუხაროდ, არ მქონია იმის მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები თავს დაანებებდნენ მავნებლურ პოლიტიკას და ის რევანშის წყურვილი გაუნელდებოდათ. ჩვენს ოპონენტებს ვურჩევ, დარჩნენ შინ და ხელისუფლება ეფექტურად იმუშავებს, რომ ეს გამოწვევა იქნას დაძლეული. ხარჯების შემცირება განხორციელდა ჯერ კიდევ 2020 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას. ასევე, ჩვენ რამდენიმე დღის წინ განვაცხადეთ, რომ აჭარის მთავრობის აპარატის და სამინისტროების ხარჯები განახევრდება და მილიონ ლარზე მეტი დაზოგილი თანხა მოხმარდება ამ გამოწვევების შერბილებას. ხელისუფლება ეფექტურად მართავს პროცესს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გადარჩეს მოქალაქეების ჯანმრთელობა და ეკონომიკა,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

აღნიშნულ განცხადებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ