ვლადიმერ კახაძე - მოიხსენით პოლიტიკური მანტია, დააცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე მიიჩნევს, რომ საკარანტინო რეჟიმის გამკაცრებულ პირობებში პოლიტიკური ინდულიგენცია არავის აქვს.

ლადო კახაძის განმარტებით, ხელისუფლება სამაგალითოდ იქცევა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭო კარგ კონსილიუმს დაამსგავსა.

„დღეს გვაქვს გამოწვევა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა გავუმკლავდეთ. ერთი რომელიმე სისტემის ცალკე გამოყოფა და მისი პასუხისმგებლობის ცალკე დაყენება დიდ სარგებელს ვერ მოგვიტანს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველა უნდა გადავიქცეთ ექიმებად, სანიტრებად, ექთნებად, პოლიციელებად, მესაზღვრეებად. სოციალური დისტანცირება კი არ არის მარტო საჭირო, სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა საჭირო. შენი მონაწილეობით განხორციელებული ყველა ქმედება, რაც სხვას საფრთხეს შეუქმნის, პასუხისმგებლობას გაკისრებს. ეს ეხება იმ აქციას, რომელიც ზუგდიდში მოეწყო! მახსოვს, როდესაც ჩვენ ვემზადებოდით ამ რთული გადაწყვეტილების მისაღებად, ბიუროს სხდომაზე გავაკეთე განცხადება, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღებისას საკარანტინო რეჟიმის გამკაცრების პირობებში, ვიღაცამ პოლიტიკური ინდულიგენციის ქვეშ რამე დანაშაული არ ჩაიდინოს-მეთქი. ვთხოვ ყველას, მოიხსენით პოლიტიკური მანტია, ცოტა ხნით დაიცხრეთ თქვენი პოლიტიკური ვნებები და ყველაფერი გააკეთეთ, რასაც ხელისუფლება გეუბნებათ. ხელისუფლების სამაგალითო ქმედება არის ის, რომ პრემიერ-მინისტრმა საკოორდინაციო საბჭო დაამსგავსა ძალიან კარგ კონსილიუმს. ის ყურადღებით ეკიდება ყველა იმ რჩევას, რომელიც მეცნიერებს, გამოცდილ ადამიანებს და საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება. ყველა გადაწყვეტილება ადამიანზე, პიროვნებაზე არის მორგებული, ანუ პიროვნების უსაფრთხოებაზე. გთხოვთ ახლა ყველას ამ უსაფრთხოებას გავუფრთხილდეთ“, - განაცხადა კახაძემ „მაესტროს“ ეთერში, რომლის კომენტარსაც საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა