ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის განცხადებით, 2 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორის კახა იშხნელის განცხადებით, კლინიკაში მოთავსებულ ორ პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ორი პაციენტი რჩება, რომლებიც ამ დიაგნოზით მკურნალობენ. გიდასტურებთ ისევ, რომ მათ დადებითი დინამიკა აღენიშნებათ და დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში არიან“,-აცხადებს იშხნელი.

მისი თქმით, ე.წ. სწრაფი ტესტი ინფექციონისტებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია, რომლითაც პაციენტის მდგომარეობა დგინდება.

„რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ამ ტესტირებას თავისი ადგილი აქვს. ეს ვერ შეცვლის ვერავითარ შემთხვევაში იმ ოქროს სტანდარტს, რასაც PCR-ს ვუწოდებთ, მაგრამ გამოკვლევებში თავისი ადგილი აქვს. ეს არ არის საყოველთაოდ გამოსაკვლევი ტესტი, ესეც მინდა ხაზგასმით ვთქვა საზოგადოებისთვის, ის ჩვენთვის, ინფექციონისტებისა და ეპიდემიოლოგებისთვის საინტერესო ტესტია, რომლითაც პაციენტის მდგომარეობას ვადგენთ“,-განმარტავს იშხნელი.

რაც შეეხება კითხვას, შესაძლოა, თუ არა ლუგარის ლაბორატორიას სხვა დაწესებულება დაემატოს, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ ლუგარის ლაბორატორია, როგორც მთელი ამ პროცესის წარმმართველი, უცვლელი დარჩება.

„ლუგარის ლაბორატორია ცალკე მდგომი ლაბორატორია არ არის. გარკვეულ ნაწილში უკვე დელეგირებულია სხვადასხვა ლაბორატორიები, სხვადასხვა დონეზე, მაგრამ როგორც რეფერენსი და როგორც ამ პროცესის წარმმართველი, ისევ ლუგარის ლაბორატორია დარჩება“,- განმარტავს იშხნელი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 81 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა