სოფელ ზემო ქვალონში სადრენაჟო სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია” ქვეყნის მასშტაბით საირიგაციო და სადრენაჟო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, შპს "​საქართველოს მელიორაციიდან" აცნობეს, სადრენაჟო სისტემების აღდგენითი სამუშაოები ამჟამად ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. სოფელ ზემო ქვალონში ნატანი მასისაგან იწმინდება მ-1 დამშრობი მასივის წყალშემკრები არხები და კვალთაშორისი ორნატები, რომელთა საერთო სიგრძე 13 000 მეტრს შეადგენს.

„სამელიორაციო ღონისძიებები 30 ჰექტარ მიწის ფართობზე მიმდინარეობს. სამუშაოების შედეგად, უხვი ნალექის შემთხვევაში, დამშრობი მასივის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობები არ დაიტბორება. დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია თვის ბოლოს დაასრულებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს