ზუგდიდის მერის მოადგილემ თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

მიუხედავად ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. თაბუკაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 2 180 000 ლარია.

„პროექტის შედეგად დაიგება ასფალტო-ბეტონის საფარი, რეაბილიტირდება 1372 მეტრი გზა. გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოეწყობა სანიაღვრე არხები და ტროტუარები. მშენებარე ტაძრის მიმდებარედ გათვალისწინებულია ავტოსადგომის მოწყობისა და გამწვანების სამუშაოებიც. 2020 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ქალაქ ზუგდიდში, 7 ქუჩის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას ახორციელებს,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა