რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ე.წ. ცხელების ცენტრი მზადდება

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ე.წ. ცხელების ცენტრი მოეწყობა, მზადება კლინიკაში უკვე დაწყებულია. როგორც ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მომზადება კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის პაციენტები საავადმყოფოდან გაწერეს. მძიმე პაციენტების გადანაწილება კი ქალაქის სხვა კლინიკებში მოხდება.

,,საავადმყოფოში რჩებოდა მძიმე და უმძიმესი მდგომარეობის 33 პაციენტი, მათ შორის 11 სუნთქვის აპარატზე მყოფი რეანიმაციული პაციენტი. ამ ეტაპზე მთავრობის დადგენილებით, ყველა პრევენციული ზომაა მისაღები, სხვა გამოსავალი არ გვაქვს, პრაქტიკულად ნახევრად საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ამიტომ პაციენტები გადავიყვანეთ კლინიკა ,,რუსთავში". ჩვენი საავადმყოფო იცლება ემერჯენსის გარდა, ანუ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გრძელდება 24 საათიან რეჟიმში. ადგილზე იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სოციალური საააგენტოს წარმომადგენლები. დღის განმავლობაში ხდება სწრაფი მობილიზაცია, არაფერი საშიში არ ხდება, უბრალოდ ტარდება პრევენციული ღონისძიება, რამე რომ მოხდეს ჩვენი კლინიკა მზად რომ იყოს საკარანტინე რეჟიმისათვის და პაციენტების მისაღებად", - განაცხადა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა პაპუნა ბახტაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - ყარაბაღის კონფლიქტით ყველაზე მოგებული მხარე რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2020
რამაზ საყვარელიძე - იმ სოციოლოგიური კვლევების ფონზე, რაც მრავლად ტარდება, გაუგებარია, საიდან გაუჩნდა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების და მთავრობის შექმნის იმედი
3-მილიარდიანი ინვესტიცია დედაქალაქის ცენტრში - Tbilisi Hills Golf & Residences ინოვაციური განვითარების ხედვით
გიგანტური კერამიკული ფილები (R)
სამსუნგის The Serif ტელევიზორი საქართველოში უკვე იყიდება
მოიპოვე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი მინერალები საქართველოში
eutoday - ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო სამართლისთვის და არა რელიგიისთვის
კახა ძაგანია - "პატრიოტთა ალიანსმა" ხელისუფლებისგან ხმის მიცემის საათების გაზრდა მოითხოვა"
მერაბ ჭიქაშვილი - "ხელისუფლება კორონას ფსიქოლოგიურ იარაღად იყენებს!"
ნანა დევდარიანი - "31 ოქტომბერს ხალხი "ნაციონალურ მოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" ყველაფრისთვის  დასჯის!"