ქალაქ დუშეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დუშეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ რეჟიმშია. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, განხორციელებულ და დაგეგმილ სამუშაოებს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება ფარნავაზის და აღმაშენებლის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს, სადაც მიმდინარეობს მოასფალტების და ბორდიურების მოწყობის პროცესი. სამუშაოებს შპს "როუდ სოლუშენი" აწარმოებს. დაიწყო მწითურის ქუჩის და მიმდებარე სამი ჩიხის კაპიტალური შეკეთების პროცესი, რომელსაც შპს "სატრანსპორტო-სამშენებლო კომპანია" ახორციელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია არსებული ქვაფენილის ნაცვლად ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა და ბორდიურების განახლება. მათივე ცნობით, დუშეთის ყოფილი N3 საჯარო სკოლის შენობის ბაზაზე, მიმდინარეობს ახალი სპორტკომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც დემონტაჟის სამუშაოებს შპს "აგრომშენსერვისი" ასრულებს.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის ზურაბ სეხნიაშვილის თქმით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მასშტაბით აქტიურად გაგრძელდება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო