ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ოთხ პაციენტს, რომელთა შორისაც ერთი თვის ჩვილიცაა, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ რეგიონის "საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" ხელმძღვანელმა ნანა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განაცხადა. მისივე თქმით, ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გუშინ გააგზავნეს, პასუხი კი დღეს მიიღეს. "მოგეხსენებათ გუშინ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ იქნა ოთხი პაციენტი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, ისინი არიან ერთი ოჯახის წევრები. საბედნიეროდ, არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა "კოვიდინფექცია". ისინი გაეწერებიან ბინაზე, თუმცა ისევ დარჩებიან თვით იზოლაციაში",- ამბობს ოდიშარია.

პაციენტებს, რომლებიც თვითიზოლაციიდან ხველებისა და ცხელების სიმპტომებით საავადმყოფოში გუშინ შეიყვანეს, თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს 67 წლის მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არსებული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული 81 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 14 გამოჯანმრთლებულია.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის კლინიკაში კიდევ ერთ პირს, თუმცა აღნიშნული მონაცემები ოფიციალურ სტატისტიკაში ჯერ ასახული არ არის.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია
NBA-ის პირველი საკალათბურთო სკოლა საქართველოში
6 გადარჩენილი ხე - „ევროკრედიტი“ აგრძელებს გარემოზე ზრუნვას