სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ხორბლის გადამამუშავებელ საწარმოში პროდუქციის მარაგს გაეცნო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ხორბლის გადამამუშავებელ საწარმო „ცერერაში", ხორბლის და გადამუშავებული პროდუქციის მარაგს გაეცნო. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს. სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ქარხანას ფქვილის მარაგი აქვს და მეწარმე დამატებით პროდუქციას ელოდება.

მათივე ცნობით, ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო ,,ცერერა", რომელიც ზუგდიდში მდებარეობს და ფქვილით საქართველოს რეგიონებს ამარაგებს, დღე-ღამეში 250 ტონა ხორბლის გადამუშავებას ახდენს.სახელმწიფო რწმუნებული, საწარმოო პროცესს ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატთან ედიშერ თოლორაიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, „ცერერას" დირექტორი ბესიკ ხაინდრავა, მთავრობის გადაწყვეტილებას სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასების დაზღვევასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესს უწოდებს. საუბარია ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე - ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, მზესუმზირის ზეთი, ხორბლის ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა