დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ

დღეიდან დუშეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 700-მდე აღსაზრდელისათვის, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად, საკვები პროდუქტების გაცემა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად პროდუქტების გაცემის პროცესში მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა და მერის მოადგილემ ზაქარია ხეხელაშვილმა პირადად მიიღეს მონაწილეობა.

დუშეთის მუნიციპალიტეტის მიერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის თვრამეტივე საბავშვო ბაღში 12 სახის არამალფუჭებადი პროდუქტისაგან შემდგარი სასურსათო პაკეტი დარიგდა, რის შედეგადაც მშობლებს შესაძლებლობა მიეცემათ თავად მოუმზადონ სადილი სახლში პატარებს კვების სრულფასოვანი რაციონით.

საკვები პროდუქტი აღსაზრდელების ნაწილს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა და საკრებულოს წევრებმა ადგილზე გადასცეს.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს