გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა

გორი-ერგნეთის საავტომობილო გზაზე, სოფელ კარალეთთან მომხდარი ავარიის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს.

მორიგე ქირურგის, ლექსო ხეთაგურის ინფორმაციით, ერთი პაციენტის, 18 წლის ახალგაზრდის მდგომარეობა მძიმეა, იგი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტშია მოთავსებული და შესაბამისი მკურნალობა უტარდება, მეორეს კი ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკა უკვე დატოვა.

,,ავარიის შედეგად კლინიკაში ორი პაციენტი შემოიყვანეს. ერთის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი გადაყვანილია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში და დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას ზედა კიდურზე აღენიშნებოდა მსუბუქი ტრავმა, ტრავმატოლოგის მხრიდან გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და გაეწერა ბინაზე.

აღნიშნული ორი დაშავებულის გარდა, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შემთხვევის ადგილიდან კიდევ ერთი პირი გადმოიყვანა, თუმცა, კლინიკაში შემოყვანისას გვამი იყო“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ლექსო ხეთაგურმა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა