დონალდ ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების კანონს მოაწერა ხელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტი" გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც მან ხელი მოაწერა 2 ტრილიონი დოლარის მოცულობის ეკონომიკური სტიმულის კანონს, რომელიც რამდენიმე საათით ადრე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა.

”ახლახანს ხელი მოვაწერე CARES- ის აქტს, ამერიკის ისტორიაში ერთს ყველაზე დიდ ეკონომიკური დახმარების პაკეტს - ეს არის ორჯერ უფრო დიდი, ვიდრე ამ დროისთვის ამოქმედებული ნებისმიერი კანონი. ეს დახმარება ჩვენი ქვეყნის ოჯახებს, დასაქმებულებს და ბიზნესს",-წერს ტრამპი.

კანონი წარმოადგენს გადაუდებელი დახმარების უმსხვილეს პაკეტს აშშ-ის ისტორიაში და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ქმედებას, რომლის მიზანი კორონავირუსისგან გამოწვეული სწრფად მზარდი კრიზისის შეჩერებაა.

აშშ-ში ამ დროისთვის მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანაა ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 103 000-ს მიაღწია.

იხილეთ ვიდეო: დონალდ ტრამპმა აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ, 2-ტრილიონიანი ეკონომიკური სტიმულირების კანონს მოაწერა ხელი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა