თურქეთმა 6000 მიგრანტი, რომლებიც საბერძნეთის საზღვართან იმყოფებოდნენ, უკან, ქვეყანაში დააბრუნა

თურქეთმა, დაახლოებით 6 000 მიგრანტი, რომლებიც თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან იყვნენ გაჩერებული, რათა ევროკავშირში შეეღწიათ, უკან დააბრუნა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აღნიშნული ზომა ანკარამ კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღო.

მედიის ინფორმაციით, მიგრანტები სპეციალური ავტობუსებით გესთ ჰაუსებში გადაიყვანეს, სადაც ისინი იზოლაციაში მოთავსდებიან. ისინი თურქეთში თავიანთ თავდაპირველ სამყოფელში მხოლოდ კარანტინის შემდეგ შეძლებენ დაბრუნებას.

ცნობისთვის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მიგრანტებს ევროკავშირისკენ გზას გაუხსნიდა. ათასობით ადამიანი საბერძნეთის საზღვართან იყო შეკრებილი და ქვეყანაში შესვლას ითხოვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა