რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში მორიგი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე უძღვებოდა, -ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხდომა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც რეგიონში შემავალი ოთხივე მუნიციპალიტეტის მერებმა, საკრებულოს თავმჯდომარეებმა და მათმა მოადგილეებმა მიიღეს მონაწილეობა. ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე და აღინიშნა, რომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს განხორციელების პროცესი. „შეხვედრაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: 2020 წელს რეგიონეში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობის შესახებ; 2020 წელს გამოყოფილი თანხების ლიმიტების ზემოთ დასამტკიცებელი დამატებითი პროექტების შესახებ; 2019 წლის გარდამავალი პრობლემური პროექტების შესახებ; დაბა ლენტეხში ლ. მუსელიანის სახელობის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაგრძელებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის შესახებ; რეგიონის მასშტაბით, წყალსადენების საპროექტო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. როგორც არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა,საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ქვეყანა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მუნიციპალიტეტებში სამუშაოები აქტიურად უნდა გაგრძელდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა