ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიურ კლინიკებს რეკომენდაციით მიმართავს, 1-ელ მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ

ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებს რეკომენდაციით მიმართავს, 2020 წლის 1-ელ მაისამდე გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება არ განახორციელონ.

როგორც ჯანდაცვისა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სტომატოლოგიური პროცედურების თავისებური მახასიათებლების გამო, რაც გულისხმობს დიდი რაოდენობის წვეთების და აეროზოლების გამოყოფას, აღნიშნული საქმიანობა ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის ჯგუფში შედის.

მომსახურების განხორციელების შეწყვეტასთან ერთად, სამინისტრო გასცემს შემდეგ რეკომენდაციებს:

„არ იქნას გამოყენებული მაღალი სიჩქარის ბუნიკები, ულტრაბგერითი და ჰაერ-ჭავლოვანი აპარატები, შესაბამისად, არ ჩატარდეს სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომლის დროსაც წვეთები და აეროზოლები გამოიყოფა; რესპირატორული დაავადებების კლინიკური სიმპტომების (ხველა, ქოშინი, მაღალი ტემპერატურა და COVID 19-ისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშნები) არსებობისას განხილულ იქნეს სამედიცინო მომსახურების გადავადების შესაძლებლობა პაციენტის გამოჯანმრთელებამდე; იმ შემთხვევაში, როდესაც სტომატოლოგიური ჩარევის გადავადება შეუძლებელია, გადაუდებელი დახმარების სერვისი განხორციელდეს ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვით, რომლის მთავარი მიზანია დაავადების გადაცემის პრევენცია; კორონავირუსით დაინფიცირებაზე საეჭვო ან დადასტურებული შემთხვევის მქონე პაციენტებს, როგორიცაა დაინფიცირებული პაციენტი, მასთან კონტაქტში მყოფი პირი ან პირი, რომელიც დროებით იმყოფება საკარანტინო ზონაში ან სტომატოლოგიურ მომსახურებამდე 14 ან ნაკლები დღის წინ იმყოფებოდა ახალი კორონავირუსის მაღალი რისკის ქვეყნებში, შეიძლება გაეწიოს მხოლოდ გადაუდებელი სტომატოლოგური მომსახურება; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება ხორციელდება სისხლდენის, აბსცესის, ტრავმული დაზიანებების, მწვავე ტკივილის, შეშუპების შემთხვევაში”, - ნათქვამია რეკომენდაციებში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა